როგორ ვიწყებთ SEO მომსახურებას თქვენი ბიზნესისთვის?
SEO მომსახურებას ვიწყებთ თქვენი პროდუქტების, სერვისებისა და მიზნობრივი მომხმარებლის შესწავლით. Search Console-ის, Analytics-ისა და საიტის აუდიტის საფუძველზე ვარჩევთ გვერდებს, რომელთა გაუმჯობესებას ბიზნესისთვის რეალური მნიშვნელობა აქვს.
საკვანძო სიტყვებს ვარჩევთ შეთავაზებასთან შესაბამისობით და ძიების განზრახვით. პრიორიტეტს ვანიჭებთ პროდუქტის შეძენის, მომსახურების შეკვეთისა და კონსულტაციის მოთხოვნის ძიებებს. ზოგადი ინფორმაციული ტრაფიკი ცალკე ფასდება და კლიენტის მოთხოვნად არ ითვლება.
პროფესიონალური SEO მომსახურება ეხმარება თქვენს ბიზნესს სამ ძირითად მიმართულებით:
- მაღალი რეიტინგი - თქვენი ვებსაიტი Google-ის ძიების შედეგებში უფრო მაღალ პოზიციებზე ჩნდება, რაც ზრდის ხილვადობას
- სწორი აუდიტორია - SEO იზიდავს იმ მომხმარებლებს, რომლებიც აქტიურად ეძებენ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას, რაც ნიშნავს უფრო მაღალ კონვერსიას
- ვიზიტორებიდან კლიენტებამდე - სწორად ოპტიმიზებული საიტი არა მხოლოდ იზიდავს ტრაფიკს, არამედ ეფექტურად გარდაქმნის მნახველებს მყიდველებად
შეთანხმებამდე განვსაზღვრავთ სამუშაოების მოცულობას, პასუხისმგებელ მხარეებსა და პროგრესის შეფასების წესს. შესრულებული სამუშაოების მაგალითები ნახეთ ონლაინ მაღაზიის SEO ქეისში და მომსახურების პლატფორმის ქეისში.